დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ისტორია მხარეთმცოდნეობის ჯგუფმა, ჯგუფის წევრებთან ერთად მოაწყვეს ღონისძიება სახელწოდებით:“ მეფეთ მეფე დავითი“.
ღონისძიების მიზანი იყო გაგვეცნო უმცროსკლასელებისთვის თუ როგორ იღწვოდა მეფე დავით აღმაშენებელი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების და კულტურის განვითარებისათვის.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ლექცია თემაზე: „დავითის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე“. თემა ისტორია-მხარეთმცოდნიების წრის წევრმა ნოჯიხევის საჯარო სკოლის მოსწავლემ მაკო ქარცხიამ მოამზადა.
ლექციის დასასრულს მოსწავლეებმა ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილი:“ძლევაი საკვირველი“. ფილმის დასასრულს აზრთა გაზიარება მოჰყვა, პატარებმა მონათხრობის და ნანახის ირგვლივ ისაუბრეს.