14 აპრილს, ხობის კულტურის სახლის ფოიეში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო“ გაიმართა.
ღონისძიებაზე მოეწყო ნახატების გამოფენა, შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, კალიგრაფიით შესრულებული ხელნანაწერები წიგნად აიკინძა, დამსწრე პირებმა „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გადაწერაში მიიღეს მონაწილეობა, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და ქართული ანბანის თემაზე შექმნეს ნახატები.
კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.