მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა სიმბოლური და შინაარსიანი დისკუსია თემაზე – „ენით მოპოვებული თავისუფლება“. შეხვედრა გახსნა ისტორია-მხარეთმცოდნეობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო გერგაიამ, მოკლე პრეზენტაციით — „სამი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ“.
დისკუსიაზე ერთიან ჭრილში განიხილეს საქართველოს უახლესი ისტორიის სამი გადამწყვეტი თარიღი:
1978 წელი — ბრძოლა მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესანარჩუნებლად;
1989 წელი — 9 აპრილის ტრაგედია და ეროვნული თვითგამორკვევის გზა;
1990 წელი — პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები და დამოუკიდებლობის აღდგენის დასაწყისი.
ღონისძიებაში ისტორია-მხარეთმცოდნეობის ჯგუფის წევრები და მოწვეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კითხვამ: „ამ სამი ისტორიული მოვლენიდან, რომლის ეპიცენტრში ისურვებდით ყოფნას?“ აუდიტორიის აზრი გაიყო, რაც იმის დასტურია, რომ თითოეულ თარიღს ახალგაზრდებისთვის განსხვავებული, თუმცა თანაბრად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.
ემოციური იყო მე-8 კლასის მოსწავლის, ირინა ბერაიას ჩართულობა, მან თავისი სათქმელი და ხედვა ჩანახატის სახით წარმოადგინა.
შეხვედრა დასრულდა შემეცნებითი ბლიც-შეკითხვებით, რამაც მონაწილეებს ცოდნის შეჯამების შესაძლებლობა მისცა.
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ასეთი ჩართულობისთვის. მიუხედავად დისკუსიის მაღალი ხარისხისა, გულსატკენია აუდიტორიის სიმცირე — მსგავსი თემები მეტ დაინტერესებას იმსახურებს, რადგან სწორედ ისტორიის გააზრებაა ჩვენი თავისუფლების საძირკველი.
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)