Страницы

12.05.2018

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დიადი დღე


დღეს 9 მაისია ფაშიზმზე გამარჯვების დიადი დღე. ამ სიტყვებით წარსდგნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის,ისტორია-მხარეთმცოდნეობის ჯგუფის წევრები 9მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში არასრული შემადგენლობით. მოსწავლეებმა გააცოცხლეს ისტორიები მუნიციპალიტეტის გმირებზე.ვინაიდან დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა ყველა ისტორიის მოყოლა,მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ისტორიებისთვის თავი ერთად ერთ ბროშურაში მოეყარათ.მათ ეს ბროშურა სიმბოლურად მუზეუმს გადასცეს.

პროექტის
სახელწოდება: მოგონებები ომზე და ახალი თაობა.
პროექტის მთავარი იდეა: სამწუხაროდ თანამედროვე ქართველმა ახალგაზრდებმა, არა მხოლოდ ცოტა რამ იციან მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ჩვენი ბებია ბაბუების გმირობების შესახებ, არამედ არც იმ ეპოქის, შესანიშნავი ქართველი პოეტების შემოქმედებას იცნობენ.  გაუგიათ განა არა გაუგიათ ამ დღის არსებობა, მაგრამ ღრმად არ ესმით  მისი მნიშვნელობა... ასე გაჩნდა ინტერესი...  ინტერესი შემოთავაზებული პროექტის განხორციელებისა. პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს ძალიან  მოსწონთ, ამიტომ მათთან ერთად დავგეგმე პროექტი

.პროექტის აქტუალობა: 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ბევრი აღარ დარჩა ადამიანი, რომლისთვისაც ეს დღე ყველაზე ამაღლებული და ბედნიერია მთელ ცხოვრებაში. მათთვის ეს არის ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების ჟამი. ისინი სიცოცხლეს წირავდნენ ძვირფასი იდეისა და ღირებულებისათვის. მათი სახელების დავიწყება კი არ შეიძლება, თუ წარსული ვერ დავაფასთ მაშინ ვერც ღირსეულ მომავალს შევქმნით.

პროექტის მიზანი:  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ინფორმაციის მოძიებისა და გააზრების,ლოგიკური აზროვნების,მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის უნარი.გაიგებენ უფრო მეტს 9 მაისის მნიშვნელობაზემოსწავლეები გაიაზრებენ ამ მნიშვნელოვან მოვლენას.განუვითარდებათ კვლევის, ისტორიულ წყაროებთან დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.გაიმდიდრებენ ცოდნას ისტორიული წარსულზე.

საჭირო რესურსები:სახელმძღვანელოები,ჟურნალ-გაზეთები,კომპიუტერი,ფოტო მასალები.

პროექტის მსვლელობა: პროექტის თემის განსაზღვრა მოსწავლეებთან ერთად.
გაარჩიონ სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული წყაროები,ამ თემის შესახებ.მოიპოვონ და გაანალიზონ ჟურნალ-გაზეთებში არსებული წყაროები.წაიკითხონ და წარმოგვიდგინონ ქართველი მწერლების ნაწარმოების მოკლე მიმოხილვა.მოიძიონ 9 მაისის მოვლენების
ამსახველი ინფორმაცია და ფოტოები.
ლიტერატურული მასალის  მოპოვება თემაზე „დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს“.,(ომში შეწყვეტილი სიცოცხლე).
 ხელთნაკეთი გაზეთის გამოშვება თემაზე:“ომი და ჩვენი მუნიციპალიტეტის გმირები“.
გასვლა ხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ჩვენება ქართული ფილმების; „ჯარისკაცის მამა“ და „ღიმილის ბიჭები“ საუბრები და დისკუსიები ფილმის შესახებ.

პროექტის ხელმძღვანელი ისტორიკოსი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ისტორია-მხარეთმცოდნეობის წრის ხელმძღვანელი ნინო გერგაია.

ფოტო გალერეა











              


                                 მოგონებათა სკივრიდან

  
   სამკუთხა, გაცრეცილომიდან გამოგზავნილ ბარათს, თურმე ბაბუა რომან ჯობავა  დიდხანს ინახავდა,  ის  ერთადერთი სახსოვარი იყო  რაც ძმისგან, ნოკოშასგან შემორჩა.  ნოკოშა ჯობავა  კი ერთ-ერთია  იმ ათეულათასობით ქართველ შორის, რომელიც მეორე მსოფლიო ომში, 1941-1945 წლებში უგზოუკვლოდ დაიკარგა, ან დაიღუპა.  სავალდებულო სამსახური ახალი მოხდილი ქონდა, 19 წლის   გაუწვევიათ მეორე მსოფლიო ომში, ბაბუა ძმაზე გაცილებით უმცროცი ყოფილა,ძმაც ბუნდოვნად ახსოვდა. სამკუთხა ბარათები და ფოსტალიონი კი მის მეხსიერებას ქვეცნობიერად შემორჩა. კიევის მისადგომებთან იბრძოდა, ბოლო წერილიც კიევიდან მიუღიათ სურათთან ერთად. სურათიდან ჩანს, რომ ჩინს ატარებდა კაპიტნის წოდებით. გადიოდა წლები, ბაბუა დაკაცდა და ძმის ძებნა დაიწყო, მაგრამ ისე გარდაიცვალა, ნატვრა იმისა, რომ თავისი   
            
                                                                   ძმის საფლავი ეპოვა, აუხდენელ ოცნებად  დარჩა.

                                                                                                                                                 ლუკა ჯობავა
                                                                                                       
                                                                                                    ხობია N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე
ავადმოსაგონარი წლები...

1941 წლის იანვრის სუსხიან დღეს გაიწვიეს სოფელ პირველ მაისის მკვიდრი ოთარ ჩოკორაია სამხედრო სამსახურში, სამხედრო ფიცის დადების შემდეგ 115 მსროლელტა დივიზიაში მსროლელად ჩარიცხეს,რომელიც „ნკავედეს“,ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროსსახალხო კომისარიატის განყოფილებას ეკუთვნოდა. იბრძოდა ქ. ხარკოვში 1944 წლამდე. 1944 წლიდან 1949 წლამდე კი, როგორც შსს-ს რიგითი ჯარისკაცი, ვიბრძოდი დასავლეთ უკრაინაში ბანდიტების წინააღმდეგ. ომის პეროდს იხსენებს: ”წლები ხომ მართლა ავადმოსაგონარია, რადგან მის მოგონებებთან მაკავშირებს მხოლოდ აუტანელი სიცივე, შიმშილი, უძილო ღამეები, შიში... მაგრამ ყველაფერს ამას გვავიწყებდა უფროსის ბრძანება: „კანონი კანონია, კანონის შეუსრულებლობა ქვეყნის ღალატი, მოღალატეს კი სიკვდილით დასჯა.“
Mმიუხედავად ტკივილიანი და ცრემლიანი მოგონებისა, რომელიც მას ომთან აკავშირებდა, სიხარულით იხსენებდა ომის დამთავრების დროს გამოწვეულ სიხარულს. ომში რიგით ჯარისკაცს მიღებული ქონდა დიდების ორდენი და სხვადასხვა სახის მედლები.
                                                                                                                     ლუნა ჭაჭია
                                                                                       ხობის # 2 საჯარო სკოლის მოსწავლე

                   მასალა  გაზეთ “ქალაქი ხობის” ფურცლებიდანაა (2006 წელი 5 მაისი)                                                   


ინრერნეტ სივრცე ყველაზე ხელსაყრელი ინფორმაციის წყაროა ჩვენი თაობისათვის... მეც ეს ისტორია ფეისბუქ გვერდზე წავიკითხე, ყურადღება სათაურმა მიიპყრო,
ფიქრები 9 მაისზე... ამბავი პატარა გოგონას ოცნების შესახებ... ავტორი ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის სკოლის დირექტორი ბატონი კობა კვიკვინია გახლავთ.

არ არსებობს ოჯახი საქართველოში, ვისაც მეორე მსოფლიო ომის დროს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი არ დაუკარგავს...
არც ჩემი სანათესაო ყოფილა გამონაკლისი... ცხონებულმა ანეტა ბებიამ 2 ძმა დაკარგა ქერჩში... ბოჩო ბაბუას ძმის შესახებ კი წლების მანძილზე ვერაფერი შეიტყვეს...
ვისაც დრო აქვს წაიკითხოს, მინდა მოგიყვეთ დედაჩემის მონათხრობი, თუ როგორ ოცნებობდა პატარა გოგონა იმაზე, რომ სიცოცხლის მახარობელი გამხდარიყო...
დედა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვის საშუალო სკოლაში სწავლობდა... სახლიდან სკოლისკენ მიმავალ გზაზე მას რკინიგზის სადგური უნდა გაევლო...
პატარა გოგონა ხშირად ხედავდა მამას (ბოჩო ბაბუას) სევდიანი თვალებით... ცალი თვალი თითქოს ჭიშკრისკენ გაურბოდა, იქნებ ჩემი ძვირფასი ძმა გამოჩნდესო... მაგრამ ამაოდ...
გოგონას ძალიან უნდოდა მამის თვალებიდან სევდა გამქრალიყო... მის თვალებში სიხარულის ნაპერწკალი ენახა... მამის მდგომარეობის გამო ბევრს ფიქრობდა... როგორ გაეხარებინა ის... სწავლით... შრომით... კარგი ქცევით... - არა!!! მამის თვალებში თითქოს სამუდამოდ დაისადგურა უიმედობამ...
ერთადერთი ძმის დაბრუნება თუ იქნებოდა გამოსავალი... სხვა არაფერი!
ერთხელაც დაძინებისას, პატარა გოგონას ცხოვრებაში გაჩნდა ამგვარი ოცნება -
თანაკლასელებთან ერთად ჩანთით ხელში მოდის თითქოს სკოლიდან... რკინიგზის სადგურზე შემოდის მატარებელი... ჩამოდიან მგზავრები... ერთ ახალგაზრდა კაცში გოგონა ამოიცნობს ბიძას... სიხარულით გარბის მისკენ... ეხუტება... მერე ჩანთას უტოვებს მას, თვითონ კი თავქუდმოგლეჯით გარბის შინისკენ, რათა იყოს მახარობელი! სიცოცხლის მახარობელი! მამის გამხარებელი! ნახავს მამის სიხარულის ცრემლებს და მერე მამა სხვანაირი გახდება... ბედნიერი! მხიარული!
მას მერე წლების მანძილზე ამ ოცნებით იძინებდა...
ოცნება ოცნებად დარჩა...
პატარა გოგონა გაიზარდა... დაოჯახდა... მე კი, მისი შვილი, გიყვებით ამ ამბავს... სევდიან ამბავს... ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობდა ასე, მოლოდინით...
დღეს 9 მაისია... მარადიული ხსოვნა მათ, ვინც თავი გასწირა, რათა ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში გვეცხოვრა


 კობა კვიკვინია 
ააიპ  ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი


შეხვედრა აკაკი ხორავასთან და შეცვლილი პროფესია...

მე ვარ ბარბარე ჩიტაია, ჩემი მეგობრების მსგავსად მეც მყავდა ჩემს საგვარეულო წრეში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე. მოკლე ისტორია მამამ მიამბო: მამაჩემის უფროსმა ბიძაშვილმა დავით ჩიტაიამ, სკოლის დამთავრების შემდეგ მოისურვა მამის და ძმის კვალს გაჰყოლოდა და მასაც საბუღალტრო ეკონომიკური ფაკულტეტი დაემთავრებინა. წავიდა თბილიში და საბუთები ივანე ჯავახისვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიტანა. ახლობლის ოჯახში ის შეხვდა ცნობილ მსახიობს აკაკი ხორავას. ეს ის პერიოდია როცა აკაკის ინიციატივით თბილისში თეარტალური ინსტიტუტი ახალი გახსნილია. აკაკის ძალიან მოსწონებია დავითი და უთხოვია საბუთები გამოეტანა უნივერსიტეტიდან და თეატრალურზე ჩაებარებინა.დიდ მსახიობს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სწავლა თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო. სწავლის პერიოდში მოუსწრო მეორე მსოფლიო ომმა, მან მხოლოდ ერთ სადიპლომო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. ქართველ თანამებრძოლებთან ერთად ის ომში გაიწვიეს,ოჯახში სამკუთხა ბარათებს აგზავნიდა სადაც ომის საშინელებაზე წერდა.ომის მიწურულს 1945 წელის თებერვალში დაიღუპა  უნგრეთში დაკრძალულია ბუდაპეშტში ძმათა სასაფლაოზე. მე-20 საუკუნის 70 -იან წლებში მისმა ძმამ ალექსანდრემ მოინახულა ძმის საფლავი.

                                                                                                   ბარბარე ჩიტაია

                                                                  ხობის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე

„ჩემი დიდი წინაპრები...“

II მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირიდან, უკრაინასა და რუსეთის შემდეგ, საქართველოს ყველაზე დიდი დანაკარგი ჰქონდა-900 000 გაწვეული მეომრიდან ნახევარზე მეტი არ დაბრუნებულა. შორს რომ არ წავიდეთ, იმდროინდელ ქართულ ლიტერატურაშიც არის აღწერილი, თუ როგორი დაცლილი იყო ქართული სოფლები მიდიოდნენ. იშვიათი იყო ოჯახი, სადაც ჯანმრთელი მამაკაცი მოიძებნებოდა.
 ჩემი წინაპრების ოჯახებიდანაც იყვნენ ომში წასულნი. ომს თავისი წესები და კანონები ჰქონდა, კანონით ოჯახში მყოფი მამაკაცებიდან ერთს ტოვებდნენ დანარჩენი მიჰყავდათ. ჩემი ბაბუების ძმების-ალანიების შემთხვევაში კი მოხდა ისე, რომ წაიყვანეს ხუთივე ძმა და არცერთი არ დაბრუნებულა. ამ მძიმე ტრამვას ვერ გაუძლო გულდათუთქულმა დედამ და თავი დაისაჯა-- სიკვდილის ბოლო წუთამდე ფეხზე ბორკილებდადებული დადიოდა.
მეორე ისტორია ასეთია და  დიდ ბაბუას ეხება, ისიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, ოჯახმა მისი დაღუპვის შესახებ ცნობა მიიღო, თუმცა სხვა ვერსიებიც არსებობდა, თითქოს ტყვედ ჩავარდა და არ ჩამოვიდა, რადგან ელოდა დასჯა იმის გამო, რომ ტყვედ იყო ჩავარდნილი.ტყვედ ჩავარდნილებს კი საბჭოთა კავშირი როგორც მოღალატეებს ისე უყურებდა და სჯიდნენ როგორც სამშობლოს მოღალატეს.არსებული ვერსიით, ის ტყვეობიდან პოლონეთში გაიქცა და ოჯახიც შექმნა.
რაც შეეხება მამიაჩემის მხრიდან, ბებიას მამა და ძმა ყოფილან ომში გაწვეულები, ბიძები უგზოუკვალოდ დაიკარგნენ, ხოლო დიდი ბაბუა, გიორგი არსოშვილი, რომელიც ქერჩში იბრძოდა და  უმცროსი ლეიტენანტი იყო.ბრძოლებში რამდენჯერმე დაიჭრა,ბოლო ჭრილობა ფეხში მიიღო, მკურნალობის შემდეგ კი დემობილიზებული იქნა.
ეს რათქმაუნდა მცირე ინფორმაციებია რაც მე მოვიპოვე, მაგრამ მიხარია, რომ შემიძლია ჩემი წინაპრებით ამაყი ვიყო.

                                                                              გიორგი ბუკია
                                                                  ხობის#1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე.

 „პაპა ერთი ობოლი ბიჭი იყო“...

როდესაც დავფიქრდი, თუ ვინ იყო ჩემთვის გმირი წინაპარი, მაშინვე ჩემი დიდი პაპა შალვა ალანია მახსენდება, არ გვბეზრდება ის ისტორიები,რომელსაც დედა გვიყვება.  
მე კი თქვენ მინდა გიამბოთ...
პაპა ერთი ობოლი ბიჭი იყო, რომელსაც ცხოვრებამ ბევრი ტკივილი მიაყენა. მუყაით, გამრჯე და ბეჯით ბავშვს მალე ახალი მშობლები გამოუჩნდა  და მათ ის შვილივით შეიყვარეს. წარმატებით  დაამთავრა ძველი ხიბულის სკოლა და ქვეყნის წინაშე ვალი რომ მოეხადა, სავალდებულო სამსახურში პირველი წავიდა. მშობლები ნალოლიავები შვილის ჯარში ,,გაბარებას’’ ვერ ეგუებოდნენ , მაგრამ უჩუმრად 19 იანვარს ნათლისღების დღეს სავალდებულო სამხდრო სამსახურში წავიდა. დედობილი მორწმუნე ქალი იყო, სანთელი დაანთო ხატების წინაშე და შვილობილი შეავედრა უფალს...ალი გაიცლიცა....ლამის ჩაქრა...დედა მიხვდა რომ შვილს დიდი განსაცდელი ელოდა მხურვალე ლოცვით ჩააბარა ღვთისმშობელს შვილი.
     ახალგაზრდა ბიჭმა სამხედრო სამსახურშიც გამოიჩინა სიყოჩაღე.. სიგელებითა და მადლობებით ბრუნდებოდა სახლში,ხარისხიც მიიღო. ხარობდა ოჯახი...სოფელი ელოდა ახალგაზრდა ჯარისკაცს..
    იყო 1941 წელი...ქვეყანა ყველაზე მაშტაბური და სისხლისმღვრელი ომისთვის ემზადებოდა, პაპასაც სახლში მომავალს გზაში მოუწია დაბრუნება.  სოფელსა თუ ქალაქად ახალგაზრდა თუ შუახნის კაცი ქვეყნის დასაცავად დაირაზმა. ამ ომში საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი წავიდა და ყველაზე დიდი ტკივილიც იწვნია. ადამიანების  სულისკვეთება გაჟღენთილი იყო პატრიოტიზმით, სამშობლოს დაცვის სურვილით. დიდი ბაბუა პირველი დღიდან ჩაერთო ომის ქარცეცხლში...სოფლად სახლში კი ამაოდ ელოდნენ ,,ჩინიანი’’ შვილის დაბრუნებას. დედობილი თავშლის ყურით იწმენდა ცრემლიან თვალებს , გულს ტკივილი უსერავდა, მაგრამ ამაყობდა მისი ვაჟკაცი შვილით... შალვა კი მედგრად ებრძოდა მტერს წინა ხაზზე. ბევრი ტკივილი, შიმშილი, სიკვდილი, ცეცხლი და გოდება უნახავს პაპას ამ 4 წლის მანძილზე. მაგრამ სამშობლოს დაკარგვის შიშმა, ზურგს უკან დარჩენილი მშობლები, დაღუპული მშობლების საფლავები ძალას მატებდა 20 წლის ჭაბუკს. ბევრჯერ მოწყვეტილა მის გვერდის მებრძოლი,ბევრჯერაც შეუძახნია თავისთვის, რომ  ებრძოლა სამშობლოსათვის , სიცოცხლისათვის.თვითონ დაჭრილს, მხარით უთრევია მეგობარი, მაგრამ ისევ გერმანელის ტყვიას გადათელია ორივე. რამდენიმე დღე გარდაცვლილი მეგობრის გვერდით იწვა დაჭრილი პაპა, მანამ, სანამ რაკასოვსკის გვარდიის მებრძოლები იპოვიდნენ. ჰოსპიტალში რამდენიმე დღე მივარდნილ საწოლზე ებრძოდა სიკვდილს. გრძნობდა, როგორ უღებდნენ დაცხრილული სხეულიდან ტყვიებს. გოდებისა  და კვნესის ხმა ახშობდა ირგვლივ ფეხის ნაბიჯებს, ოთახები ვერ იტევდა დაჭრილებს.
დედა  მიყვებოდა--- დღესაც მახსოვს ბაბუას ნატყვიარი სხეული.ჭრილობები მკერდში, მკლავში, ფეხებზე, თავში...ბაბუა ამბობდაო: ეს ჩემი ცხოვრების ჭრილობებია, რომელიც ყოველ დღე ომში მაბრუნებსო.
მაგრამ წინ უფრო დიდი განსაცდელი ელოდა. ჰოსპიტლიდან იმ პირობით გამოწერეს რომ დემობილიზირებული სახლში დაბრუნდებოდა. მაგრამ არც აქ შეეპუა ავადმყოფობას. შემდგომში იხსენებდა თურმე:,, სახლში როგორ წავსულიყავი, მტერი გვიტევდა, კაცების მაგივრად ომში ქალებიც მიდიოდნენო’’..და ისევ ომში ჩაერთო. ახლა უკვე რაკასოვსკის გვადიაში, უფროსი სერჟანტი, მამაცობისთვის მედლებით გულდამშვენებული, ებრძოდა მტერს..ჯერ უკრაინაში...ფეხით გადაიარა მთელი ბელორუსია, 1945 წლის გაზაფხულს კი პოლონეთის საზღვართან შეხვდა. გადამწყვეტი ბრძოლებისთვის ემზადებოდა გვარდია. წინ სისხლისმღვრელი ბრძოლა ელოდათ, მტერი  ძალების მობილიზებას ახდენდა, რადგან გრძნობდა ომი წაგებული ქონდათ.. ბრძოლები გამთენიისას დაიწყო...შეუვალი და სწორუპოვარი..ან სიკვდილი ან გამარჯვება.. მტერი თანდათან უკან იხევდა, რაკასოვსკის გვარდია შეტევაზე გადავდა, ბრძოლაში საჰაერო ძალები ჩაერთო. წინ, პოლონეთისკენ  მიიწევდნენ , მსხვერპლი დიდი იყო, მაგრამ მიზანს უახლოვდებოდნენ..მდინარე ოდრაზე ჯარი გადასასვლელად ემზადებოდა, მაშინ როცა მტრის ტყვიამ პაპა მდინარეში ჩააგდო. ის თავში დაიჭრა...სისხლმა სხეული გაუთბო..უფალს და მდინარეის დინებას მიენდო...აღქმა დადო .თუ გადარჩებოდა შვილს ოდერის დაარქმევდა....მოხდა სასწაული...პაპა გადარჩა..როგორ არ ვიცით...ამაზე ინფორმაცია თვითონაც არ ქონდა.... და 1947 წელს 19 იანვარს ნათლისღების დღეს ,პაპა ძველ ხიბულას დაუბრუნდა პირველი,მეორე და მესამე ხარისხის დიდების ორდენით და მედალით მამაცობისთვის....გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და შალვა ალანიას სახლში პირველი სიხარული გაჩნდა ოდერი ალანია...ის დღეს სამხედრო პოლკოვნიკია...
                                                                                                                           
                                                                                                                                       სესილი სიჭინავა
                                                                                              ხობის მე-2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე


ვიდეო-ფოტო კოლაჟი ეძღვნება მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ხობელთა ხსოვნას