28 მაისს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამ დღეს ნიჭიერმა მომავალმა თაობამ საკუთარი შემოქმედებით კიდევ ერთხელ მიაგო პატივი სამშობლოსა და თავისუფლების იდეას.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური გამოფენა, სადაც მოსწავლეთა ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საზეიმო პროგრამა დახუნძლული იყო ქართული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით, სცენიდან ანთებული გულით იკითხებოდა პატრიოტული ლექსები.
ღონისძიებამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.