მორბენალი სტრიქონი

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!

07.06.2013

ანიმაციური ფილმის ჩვენება მოსწავლეთა სახლში

 
7 ივლისს, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელთათვის მოეწყო ანიმაციური ფილმების ჩვენება, სადაც პატარებმა იხილეს  ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზში“ გამარჯვებული პროგრამიდან შერჩეული მულტფილმები.  გარდა ამ ჩვენებისა, 7 და 8 ივნისს მოეწყობა ვორქშოპი, მიფასი ანიმაცია, რომლის ფარგლებში პატარები შეისწავლიან ანიმაციური ფილმის წარმოების პროცესს.
    მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ნორჩ მხატვართა წრის წევრებმა გელა გულუამ, დიმიტრი იოსავამ, ფრიდონ კვირიკაძემ, მარიამ, ანი და ლუკა მირგატიებმა პროექტთან დაკავშირებით, დღის პირველ ნახევარში პროფესიონალი ანიმატორების დახმარებით  შეთხზეს ისტორიები  და შეუდგნენ ხატვას, რომელიც ორი დღის ვადაში უნდა დაასრულონ. ნახატები წარდგენილი იქნება ანიმაციური ფილმების ფესტივალზე და ამ ფესტივალის პროგრამიდან შერჩეული ფილმების ჩვენება მოხდება მომავალ წელს რეგიონებში.
    ანიმაციური ფილმების ჩვენებას და პატარების წამახალისებელი გათამაშების მსვლელობას ხელმძღვანელობდა ანიმაციური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ დიასამიძე. აქტიურობისა და კითხვებზე სწრაფად გაცემული პასუხების მიხედვით პატარები მათე გერგაია, ბარბარე სოსელია და ლუკა გაბისონია დაჯილდოვდნენ ანიმაციური ფილმის  დისკებით. ჩვენება გაიმართა „ანიმაციის განვითარების ფონდის“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრისა და კულტურის ცენტრის ხელშეწყობით.