მორბენალი სტრიქონი

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!

14.03.2014

გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება


2014 წლის 14 მარტს განათლების ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ნორჩ მხატვართა (მასწავლებელი ი. სიხარულია) და ნორჩ ჟურნალისტთა წრეების (მასწავლებელი ა. თათარიშვილი) მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ მუსიკალური კომპოზიცია და ნახატების გამოფენა წარმოადგინეს.
ნორჩმა ჟურნალისტებმა დარბაზს თბილი სიტყვებითა და ქართული ჰანგებით მიულოცეს წელიწადის უმშვენიერესი დრო, ქალისა და დედის უმნიშვნელოვანეს როლზეც ძალიან ლამაზად გამოხატეს თავიანთი აზრი და დარბაზში მსხდომი ქალბატონები თავიანთ ხელით დამზადებული თაიგულებით დაასაჩუქრეს.