მორბენალი სტრიქონი

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!

09.06.2015

ინტელექტუალური თამაში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში

ქ. ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული მხატვრული კითხვის და ჟურნალისტიკის წრის წევრებმა საანგარიშო ღონისძიების ფარგლებში წლის განმავლობაში შესწავლილი მასალა, ლიტერატურული და ინტელექტუალური შესაძლებლობები წარმოჩინეს და ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრნენ. ღონისძიებას გამგეობის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ. გამოვლინენ საანგარიშო ღონისძიების გამარჯვებულები. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.