მორბენალი სტრიქონი

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!

31.03.2022

მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრი აწყობს ესეების კონკურსს

 

ხობის მუნიციპალიტეტის  მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრი  აწყობს ესეების კონკურსს თემაზე;"დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ

კონკურსი ეძღვნება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ   ღირშესანიშნავ თარიღს, 9 აპრილს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX ,X, XI  კლასის მოსწავლეებს.

5
წევრისგან შემდგარი ჟიური, მათ შორის ისტორიკოსი, ლიტერატორი,  გამოავლენს კონკურსში მონაწილე ესეების ავტორებიდან 10 საუკეთესოს. ამასთან,მოსწავლეებს შორის გამოვლინდება პირველ,მეორე, მესამე ადგილზე გასული გამარჯვებული,გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელები. ორივე კატეგორიაში გამარჯვებული ოცეულის ესები გამოიცემა კრებულის სახით
საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ მოეწყობა კონკურსანტების შეხვედრა  მოწვეულ სტუმრებთან.
ჟიურისთვის  წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმები: პირველი რესპუბლიკის ასწლეულის ანალიზი და შეჯამება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული გამოწვევების ხედვა, ნაშრომის აკადემიური სტილი, თემის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან. ნაშრომი შეფასდება 10-ქულიანი სისტემით.

კონკურსანტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ  4 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით... ჟიურის წევრებს ექნებათ დაახლოებთ ორი კვირა საკონსკურსო ნაშრომების გასაცნობად და შესაფასებლად. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება მაისის  ბოლოს .

საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე:. ნაშრომში აუცილებელია მითითებული იყოს ავტორის სახელი, გვარი, საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება,  პირადი ელ-ფოსტა და  ტელეფონის ნომერი (მონაცემების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხევაში ნამუშევრები არ მიიღება).

ტექნიკური სახის მოთხოვნები:
ენა: ქართული;
დოკუმენტის ტიპი: PDF;
ფონტი: Sylfaen;
შრიფტის ზომა: 12;
ინტერვალი: 1,15;
ესსეს მოცულობა: 1500-2500 სიტყვა.
საკონტაქტო ტელ.: 595517417

ელ.ფოსტა: cotneideli1@blogspot.com

24.03.2022

ქალის როლი მსოფლიო ისტორიაში



 მსოფლიოს მასშტაბით ქალთა ისტორიის თვე ყოველწლიურად მარტში აღინიშნება. მისი მიზანი ქალთა ისტორიული მიღწევებისა და წარმატებების წარმოჩენა და ამ გზით მსოფლიოს განვითარებაში ქალების როლის ხაზგასმაა. სხვადასხვა ადგილებში იხსენებენ ქალების ისტორიულ მიღწევებს, წარმოაჩენენ მათი მნიშვნელობებს და საზოგადოებას იმ ფაქტებს ახსენებენ, რომლებიც ბევრისთვის უცნობია. 

საქართველოს ისტორიაში ქალის როლი ყოველთვის იმაზე დიდი იყო, ვიდრე ამას აღიარებდნენ. ცნობები, ძლიერი ქალების შესახებ, შეიძლება არც ისე სიზუსტით იყოს ჩვენამდე მოტანილი, მაგრამ ისტორიკოსებზე და არსებულ ამბებზე დაყრდნობით მოსწავლე ახალგაზრდობის  ისტორია მხარეთმცოდნეობის ჯგუფის წევრებმა(ხელმძღვანელი ნინო გერგაია)   მოიძიეს ინფორმაციები გმირი ქალების შესახებ, შეეცადნენ მოეყოლათ იმ ქალებზე, რომლებმაც სხვადასხვა დროში დაამტკიცეს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა... 

24 მარტს ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში მრგვალი მაგიდის გარშემო, ჯგუფის წევრები შეეცადნენ მინი დისკუსის ფორმატში წარმოედგინათ პროექტი   თემაზე- „ქალები, რომლებმაც შექმნეს ისტორია“... 

მოსწავლეებმა ისაუბრეს როგორც ქართველ გმირ ქალებზე ასევე მსოფლიოს ქალებზე, მათ როლზე და დამოკიდებულებაზე საზოგადოებაში, ხაზგსმით ისაუბრეს დღეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე,ომის სისასტიკეზე,  ქალთა მამაცობაზე.სოლიდარობის ნიშნად გაჟღერდა უკრაინის ჰიმნი.  

ისტორია მხარეთმცოდნეობის ჯგუფის წევრებს; ლილე სიჭინავა, საბა ბუკია,

მარიამ რაფავა, ნია კუკავა,ეთო ჭედია,მარი ფაჩულია, მადლობა საინტერესო ისტორიებისთვის.









04.03.2022

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება (ფოტო + ვიდეო)

    

  4 მარტს ხობის მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ნორჩმა შემოქმედებმა წაიკითხეს დედისადმი მიძღვნილი ჩანახატები.
ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.
    ცენტრის ფოიეში მოეწყო ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.





03.03.2022

ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი გილოცავთ დედის დღეს

 

მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი გილოცავთ დედის დღეს. იხარეთ შვილების ბედნიერებით. უფალი გფარავდეთ მუდამ.