მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ,ისტორია-მხარეთმცოდნეობის ჯგუფის წევრებმა 16 თებერვალს ცენტრის დარბაზში პროექტის:„საბჭოთა საქართველოდან-ევროპულ საქართველომდე“ პრეზენტაცია მოაწყვეს.
პრეზენტაციას ხობის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ნანა ბუკია, მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის დარგში გოგიტა ჩიტაია, კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ბორის ბერაია, მოწვეული პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. პროექტში მონაწილეობდნენ: მერაბ დოლბაია, ლუკა საჯაია, ნინო ქირია, ქეთი საჯაია,მაია ქარცხია.
ესეები წარმოადგინეს, პირველი მაისის საჯარო სკოლიდან:პოლინა ფილიპია, გიორგი ჭითანავა.
ქარიატის საჯარო სკოლა-დავით ბერაია.
ნოჯიხევის საჯარო სკოლა-მაია ქარცხია.
მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორს, ბორის ბერაიას მხარდაჭერისათვის.
მერაბ დოლბაიამ და ლუკა საჯაიამ მათ მიერ რჩეული დავით ჭითანავა დაასაჩუქრეს.
პროექტის მთავარი იდეა გახლდათ მოსწავლეების უკეთ დაკვირვება, გაანალიზება და იმ გზის სრულფასოვნად შეფასება, რომელიც თავისი მრავალსუკუნოვანი არსებობის მანძილზე გაიარა საქართველომ დღემდე.
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწაავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები. პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას.
პროექტზე წარმოდგენილი იყო რამოდენიმე ესე, პუბლიცისტური წერილები, მოსწავლეებმა მოაწყვეს სლაიდშოუ.
მე როგორც ჯგუფის ხელმძღვანელს ძალან გამიჭირდა გამომეყო ესა თუ ის მოსწავლე, რათქმაუნდა არ შეიძლება ყველას ნამუშევარი ერთნაირად კარგი იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს ბაშვები ძალიან გონიერები, ჭკვიანები, ანალიტიკის უნარით დაჯილდოვებულები არიან, მე ბედნიერი ვარ მათთან გატარებული თითოეული წამისთვის, რადგანაც დრო მათთან გატარებული ძალიან საინტერესო იყო. წინ კიდევ ბევრი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი. მადლობა მათ დღევანდელი დღისათვის.