მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეებმა წრის მეცადინეობა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიუძღვნეს. წაიკითხეს აღმაშენებლის ბიოგრაფია ( მეგი ბიგვავა, მონიკა თათარიშვილი) ლექსები ,, ფეხი დამადგით"( ანასტასია ბერაია), ,,ხელში გელათი უჭირავს" (მონიკა და ლუკა თათარიშვილებმა), პოეტ ედუარდ უგულავას ლექსი,, ძლევაი საკვირველი" წაიკითხა ანასტასია ხოლუაშვილმა, ლექსი საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ გამართულ დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავთან დაკავშირებული პატრიოტული პოეზიის კონკურსის გამარჯვებულია. მოსწავლეებმა ნახეს ფრაგმენტები ვიდეო ფილმიდან 1121 წელი.... დიდგორის ბრძოლა. აქტივობაში ჩაერთნენ წრის მოსწავლეები: ანდრია დვალიძე, გაბრიელ ზარანდია, ქეთი კოდუა. მეცადინეობის ბოლოს წაკითხულ იქნა სოფელ ხეთაში დაბადებულ, ამჟამად ბათუმში მცხოვრებ პოეტი ქალბატონის ნონა ლატარიას ლექსი ,,მეფეო დავით".