N1. ჩანახატი:"როცა გრძნობ, რომ შენ უკვე სხვა ხარ!"
ავტორი:ნანა მაშავა
არაფერია ახალი ამ მზის ქვეშ,რაც აქამდე ყოფილა იგივე იქნება, იგივე მეორდება მარადის... თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდის...თითქოს არაფერი ხდება გარდა იმისა, რომ ადამიანები ენაცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ არსებობს გრძნობა... რომელიც ადამინს სრულიად ადამიანად აქცევს.
როცა გრძნობ, რომ შენ უკვე სხვა ხარ...და არ იცი რატომ... არაერთგზის პასუხგაუცემელი სასწაული... ზეკაცთა და ჩვეულებრივ მოკვდავთა ნავსაყუდელი...
მიყვარს ფიქრი იმ სიშორეზე სიყვარულის სამყარო რომ ჰქვია. სიყვარული სულგრძელია და ტკბილი, სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს. სიყვარული... ეს ბედნიერებაა, რომელსაც ერთმანეთს ჩუქნიან ადამიანები. შეიძლება ეს ღვთიური უნარი იყოს.
ბევრი ადამიანი ცხოვრობს ოცნებით. ზოგის ოცნება რეალობა ხდება, ზოგის კი აუხდენელი რჩება. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ის და რა ასაკის. ყოველასთვის ერთია, ენა არა აქვს და მაინც ყველა კარგად გებულობს. ბევრი დაატარებს ამქვეყნად სიყვარულით აღსავსე გულს, ბევრი კი მისით გამოწვეულ ტკივილს.
როგორ იტევს ამდენს ადამიანი?!. ბევრი გრძნობა არსებობს, მაგრამ სიყვარული ყველაზე დიდია და დიადი. თუ გიყვარს ე.ი. არსებობ, ე.ი. განიცდი, ე.ი. გტკივა... სიყვარულს შეუძლია ერთმანეთის გვერდიგვერდ მოუყაროს თავი სიკეთეს და ბოროტებას, სიხარულს და მწუხარებას. თუ ვინმე გიყვარს შეგიძლია თქვა, რომ შენ ადამიანი ხარ! თუ არა და...
როცა გიყვარს, თითქოს დაფრინავ, არ დაბრუნდე დედამიწაზე, გინდა იხეტიალო მხოლოდ იქ, სადაც სიყვარულია. ალბათ ხშირად გაწითლებულხართ, დაგბნელებიათ თვალებში იმ "ერთის" მომლოდინეს, გიგრძვნიათ თუ როგორ გამალებით სცემდა თქვენი გული. ხანდახან გულისცემა წამებსაც ასწრებს და არა ამქვეყნიურ გრძნობად გვევლინება.
მიყვარს ოცნება... იცით, ხშირად მიოცნებია სიმარტოვეზე... ზღვის ნაპირზე... მინდა მარტოდ–მარტო ვიჯდე და ჩემ წინ თვალუწვდენელი ჰორიზონტი იშლებოდეს... ზღვა ოდნავ რელავდეს... მხოლოდ ამ დროს ვიოცნებებდი შენზე... არც შენი სიახლოვე მსურს, არც ვინმეს თანაგრძნობა. მინდა ზღვა... თვალუწვდენელი ჰორიზონტი და შენზე ოცნება...