მორბენალი სტრიქონი

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!

21.05.2022

შეხვედრა ,,ევროპის დღეები 2022" ფარგლებში

 

21 მაისს ქ.ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობით, ,,ევროპის დღეები 2022" ის ფარგლებში აქტიურად მონაწილე ახალგაზრდებისთვის შეხვედრა გაიმართა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა ესაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევრო ინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშეკრულების შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებზე. საინტერესო საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მისწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს და შეხვედრის ბოლოს სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს ცენტრის წარმომადგენელისგან. აღსანიშნავია, რომ წელს ევროპის დღეები საქართველოში უკვე მეათედ გაიმართა. და მისი მიზანი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვა და სხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

მოსწავლეებმა შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში ასევე დაათვალიერეს დადიანების სასახლე და მუზეუმი.
შემაჯამებელი პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ხობის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი.

06.05.2022

,, იწვევს თუ არა გლობალიზაცია ადგილობრივი კულტურის გაქრობას“.

 


5 მაისს, ევროპის კვირეულის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა დებატები : რეზოლუცია -  ,, იწვევს თუ არა გლობალიზაცია ადგილობრივი კულტურის გაქრობას“.

აქტივობაში მონაწილეობდნენ ხობის პირველი და ნოჯიხევის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები: მარი რაფავა, ლილე სიჭინავა, ნატა კინწურაშივლი, ლანა გოგუა, ნია გუმბერიძე,ქეთი კორტავა, ვაჟა პაპავა, გივიკო ჟვანია, გიორგი ლიპარტია, ლუკა თირქია  და ვიკა ნანავა.

მონაწილეებმა არგუმენტირებულად ისაუბრეს და პოლემიკა გამართეს გლობალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე. შეთანხმდნენ, რომ გლობალიზაცია გარდაუალი პროცესია, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნება ამ მნიშვნელოვან პროცესში.

 პროექტის მიზანია დებატეპის ხელოვნების გაცნობა. კამათის უნარ-ჩვევების შეძენა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება.







05.05.2022

ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევს

 

ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევს.ევროპისკენ სწრაფვას და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია...რა არის ევროპისაკენ სწრაფვა,რას გვიქადის ევროპა,როგორია ,,ევროპული ახალგაზრდა",რა გვსურს ჩვენ ევროპისგან, ამ თემებზე მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ისტორია მხარეთმცოდნეობის ჯგუფის წევრებმა(ხელმძღვანელი ნინო გერგაია) ევროპული დღღეების კვირეული გახსნილად გამოაცხადეს...