მორბენალი სტრიქონი

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!

18.06.2024

„ლაზიკა“ საერთაშორისო ფესტივალზე

 ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სახლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ლაზიკა"-მ. (ხელმძღვანელები:მამუკა გვასალია და პაატა ჭითაშვილი).

ანსამბლმა მონაწილეობასა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის ლაურეატის წოდება დაიმსახურა.
ვულოცავთ მათ ამ წარმატებას.

07.06.2024

მხატვრული კითხვის წრის შემაჯამებელი მეცადინეობა

 


მხატვრული კითხვის წრემ, ხელმძღვანელი მაია კუჭავა, სასწავლო წლის შემაჯამებელი მეცადინეობა დაუთმო მეგრულ ფოლკლორს. შემაჯამებელი მეცადინეობის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა. განსაცვიფრებელია მეგრული ფოლკლორი.
მოსწავლეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს მეგრული ფოლკლორის მარგალიტები.მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო თორსის საჯარო სკოლის მოსწავლეთა(მასწავლებელი კესო კვაშილავა) ჩართულობა ღონისძიებაში. ისინი ჩვენს სცენას უკვე მერამდენედ იპყრობენ ნიჭიერებით და განსაკუთრებული სასცენო უნარებით.
მონაწილეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად გადაეცათ სიგელები.

06.06.2024

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ლაზიკა"-მ 2024 წლის საუკეთესო ანსამბლის წოდება მიიღო

 

5 ივნისს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ლაზიკა"-მ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ახალგაზრდული საქველმოქმედო ცენტრი არტ-ფესტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მეგა პროექტ :,,გზა ოსკარისკენ".