მორბენალი სტრიქონი

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!

11.04.2023

ისტორია მხარეთმცოდნეობის ჯგუფის წევრებმა პროექტზე მუშაობა დაასრულეს


ისტორია მხარეთმცოდნეობის ჯგუფის წევრებმა დაასრულეს პროექტზე მუშაობა...
,,9 აპრილი, როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო"... 
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს კედლის გაზეთი,ისაუბრეს 9ააპრილის როლზე; საქართველოსთვის თავდადებულმა წარსულმა, აწმყომ და მომავალმა ერთმუშტად შეკრულმა მოიყარა თავი იმ ავად მოსაგონარ ღამეს.თავისუფლებას მოწყურებული ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში სახატედ ქცეული მამულის დასაცავად.
34წელი გავიდა.იმ ავბედითი 9 აპრილიდან , საქართველომ გადაიტანა სამოქალაქო ომი, ომები ცხინვალსა და აფხაზეთში, შეიარაღებული და ხავერდოვანი რევოლუციები, გაუძლო რუსეთის ფართომასშტაბიან თავდასხმას.... ამ 34 წელში საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, შედგა და გაიზარდა, მაგრამ თუ გადავავლებთ თვალს საზოგადოებას, ისევ ჭარბად დავინახვათ სამყაროზე გაბრაზებას, მსხვერპლის გაღებისკენ სწრაფვას…