N1. ჩანახატი:"როცა გრძნობ, რომ შენ უკვე სხვა ხარ!"
ავტორი:ნანა მაშავა
არაფერია ახალი ამ მზის ქვეშ,რაც აქამდე ყოფილა იგივე იქნება, იგივე მეორდება მარადის... თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდის...თითქოს არაფერი ხდება გარდა იმისა, რომ ადამიანები ენაცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ არსებობს გრძნობა... რომელიც ადამინს სრულიად ადამიანად აქცევს.
როცა გრძნობ, რომ შენ უკვე სხვა ხარ...და არ იცი რატომ... არაერთგზის პასუხგაუცემელი სასწაული... ზეკაცთა და ჩვეულებრივ მოკვდავთა ნავსაყუდელი...
მიყვარს ფიქრი იმ სიშორეზე სიყვარულის სამყარო რომ ჰქვია. სიყვარული სულგრძელია და ტკბილი, სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს. სიყვარული... ეს ბედნიერებაა, რომელსაც ერთმანეთს ჩუქნიან ადამიანები. შეიძლება ეს ღვთიური უნარი იყოს.
ბევრი ადამიანი ცხოვრობს ოცნებით. ზოგის ოცნება რეალობა ხდება, ზოგის კი აუხდენელი რჩება. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ის და რა ასაკის. ყოველასთვის ერთია, ენა არა აქვს და მაინც ყველა კარგად გებულობს. ბევრი დაატარებს ამქვეყნად სიყვარულით აღსავსე გულს, ბევრი კი მისით გამოწვეულ ტკივილს.
როგორ იტევს ამდენს ადამიანი?!. ბევრი გრძნობა არსებობს, მაგრამ სიყვარული ყველაზე დიდია და დიადი. თუ გიყვარს ე.ი. არსებობ, ე.ი. განიცდი, ე.ი. გტკივა... სიყვარულს შეუძლია ერთმანეთის გვერდიგვერდ მოუყაროს თავი სიკეთეს და ბოროტებას, სიხარულს და მწუხარებას. თუ ვინმე გიყვარს შეგიძლია თქვა, რომ შენ ადამიანი ხარ! თუ არა და...
როცა გიყვარს, თითქოს დაფრინავ, არ დაბრუნდე დედამიწაზე, გინდა იხეტიალო მხოლოდ იქ, სადაც სიყვარულია. ალბათ ხშირად გაწითლებულხართ, დაგბნელებიათ თვალებში იმ "ერთის" მომლოდინეს, გიგრძვნიათ თუ როგორ გამალებით სცემდა თქვენი გული. ხანდახან გულისცემა წამებსაც ასწრებს და არა ამქვეყნიურ გრძნობად გვევლინება.
მიყვარს ოცნება... იცით, ხშირად მიოცნებია სიმარტოვეზე... ზღვის ნაპირზე... მინდა მარტოდ–მარტო ვიჯდე და ჩემ წინ თვალუწვდენელი ჰორიზონტი იშლებოდეს... ზღვა ოდნავ რელავდეს... მხოლოდ ამ დროს ვიოცნებებდი შენზე... არც შენი სიახლოვე მსურს, არც ვინმეს თანაგრძნობა. მინდა ზღვა... თვალუწვდენელი ჰორიზონტი და შენზე ოცნება...
N2.ესე:"იქ, სადაც ტოლერანტობა არ სუფევს"
ავტორი:მეგი ქარდავა
დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა... დავფიქრდი პრობლემებზე... არა ერთზე სხვათა შორის, რაც საქართველოშია. სიყვარული, მიტევება, ტოლერანტობა. ტოლერანტობა?.. ჩვენ ქვეყანაში მრავლად არიან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები: ებრაელები, აზერბაიჯანელები, რუსები, სომხები, ქურთები და ა.შ. იყვნენ ისტორიულად ოდითგან, რასაც ვაპროტესტებთ, ხან კიდევ... რა? ვჩუმდებით და აქედან წასული ებრაელი, ქართველების მოკითხვაზე ცრემლად რომ იღვრებით საქართველოს მონატრების გამო, ჩვენც ასე ვიქცევით, როდის ვართ მართლები?
დღეს სადაც: სინაგოგა, მეჩეთი და ქართული ეკლესია გვერდიგვერდ დგანან, როცა ყველა ამ რჯულის ხალხს უყვარს ჩვენი ქვეყანა, არ უნდა ვიყოთ ტოლერანტები?! რაც ასე აქტუალურად არის დღეს დასმული. ქართველი დაცემულ მტერს ხმალს არ მოუქნევდა... ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის! თუმცა მაინც რთულია, დაეთანხმო აზრს, რომ ქართველები ტოლერანტები ვართ და განვითარება არ გვჭირდება...
ბავშვობის მოგონებებიდან მახსოვს, თუ როგორ ჩაქოლეს სიყვარულისთვის ლამაზი მაროტა და იმ ერთი კაცის ხმაც მახსოვს:"ფუი, შენს სამართალს ციციკორე!" რომ თქვა. ისიც კარგად მახსოვს, მარიტას ნასახლარში ერთი ლამაზი ბროწეული რომ ამობრიალდა. ეს, მარიტას გამარჯვება იყო... მხოლოდ და მხოლოდ მარიტასი...
გვსურს პროგრესი, განვითარება, გვინდა ვიყოთ დემოკრატები, ტოლერანტები და ბევრი სხვა... ყველაფერი კარგი ჩვენთვის გვსურს... თუმცა, რაღაც მაწუხებს... რამდენი უნდა გავიაროთ... დიდი ტაძრისკენ მიმავალ ლაბირინთებით სავსე გზაზე. იქ, სადაც ტოლერანტობა არ არის?! რა იქნება ნეტავ?!.
N3.ესე:"გატაცება დაარქვეს, თორემ..."
ავტორი: მარიამ ქაჯაია
ვინ ვართ ჩვენ?.. ადამიანები? ადამიანებს ხომ უნდა გააჩნდეთ საკუთარი მოსაზრება, სამართლიანობის გრძნობა. განა წარსულის შვილები არა ვართ?.. განა წინაპრების თავგანწირვის შედეგად არ არის ჩვენი ცხოვრება ასე თუ ისე ნორმალური. ხანდახან მგონია ვუყურებ რობოტებს... რომელთაც სული, გრძნობები არ გააჩნიათ...მე?.. მე ხომ მათ შორის დავიარები, მეც ერთ–ერთი მათგანი ვარ... მაწუხებს ეს ყველაფერი. იცით რა არის თქვენსა და ჩემს შორის განსხვავება?.. მე წარსულს დიდ პატივს ვცემ, სულ მახსოვს ჩემი წინაპრები... თუ საიდან მოვდივარ. ქართველები ასეთი ხალხი ვართ, სულ რაღაც გვტკივა, ყველაზე მეტად ჩვენ განვიცდით...
რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან გაიტაცა თვითმფრინავი და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. მცდელობა კრახით დასრულდა, ახალგაზრდებსა და მამა თეოდორეს, მათ მოძღვარს, რომელიც არც კი მჯდარა თვითმფრინავში, დახვრეტა მიუსაჯეს. არავინ ამტკიცებს იმას, რომ მათი მოქმედება სწორი საქციელი იყო... მაგრამ... არის ძალიან ბევრი მაგრამ... ისინი დახვრიტეს... რის გამო?! რადგან ტავისუფლება სურდათ? თუ უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი რამ არასდროს განმეორებულიყო და მათი დასჯა სამაგალითო ყოფილიყო ყველასთვის... არავის აქვს უფლება, უფლის მიერ მონიჭებული სიცოცხლე წაგვართვას, ყველანი განვიკითხებით ერთხელაც, მაგრამ ეს ჩვენნაირი ცოდვებით დამძიმებული ადამიანების ხელით არ უნდა მოხდეს. მამა თეოდორე, მოძღვარი, რომელიც ცდილობდა მათი განზრახვისთვის ხელი სეეშალა, ცდილობდა სიცოცხლემოწყურებული თაობისთვის დაემტკიცებინა, რომ არასწორად მსჯელობდნენ და საბჭოთა ჯავშირი არ აპატიებდა ამ ყველაფერს. მოძღვარიც დასაჯეს!.. რატომ? ეს ხომ ადვილი მისახვედრია... საბჭოთა ხელისუფლებას მისი დასჯით სურდა ეკლესიისა და სამღვდელოების სახელის შეურაცხყოფა, ხალხის ერთგვარი გაფრთხილება, რათა ეკლესიებში არ ევლოთ... არ დაივიწყებდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას? კარგი დღე არ დაადგებოდათ.
"გატაცება დაარქვეს, თორემ სინამდვილეში სასოწარკვეთილი ადამიანების თვითმკვლელობას უფრო გავდა"
იცით რას განვიცდი?.. თუმცა თქვენ საიდან უნდა იცოდეთ... თქვენთვის ხომ უცნობია ყოველივე ეს, დიდი ხნის მომხდარი და თქვენთვის უკვე წარსულს ჩაბარებული ამბავი, რომელიც დღესაც მიწამლავს სულსა და გულს.
N4.ჩანახატი:"ჩვეულებრივი დღე..."
ავტორი: ბექა ჭითავა
არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, თუ რითი დაიწყებ ყოველ დღეს...
დღის განრიგზე ან თუნდაც საუზმეზე, სადილზე ან ვახშამზე არ გესაუბრებით. მე მინდა მოგახსენოთ, თუ რა არის ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი დღე ან მინდა რომ იყოს. ალბათ, თქვენც ფიქრობთ ამაზე, ან იქნებ უკვე იფიქრეთ და შეიძლება შეთანხმდით კიდევც...
ჩემთვის დღე მარტო ოცდაოთხი საათი როდია, ან თუნდაც ის თოთხმეტი თექვსმეტი საათი, რაც მღვიძავს. არა... თითოეული დღე ადამიანის ცხოვრებაში არის წვეთი ცარიელ საწყაური. არ იფიქროთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის გავლენის ქვეშ ვექცევი. თუმცა, ზოგი შეიძლება ახერხებს მის ავსებას... ზოგი კი ვერა... არა, მაინც გენიოსის ზეგავლენას ვერ ვერევი... ან, როგორ უარვო, ან ვინ უარყოფს?! უბრალოდ, ბანალურად გვეჩვენება... ვერ გავექცევით...
ამის მიზეზებს თვითონ უნდა ვეძებდეთ საკუთარ თავში. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თითიეული დღე ყოველი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. დღე გვაბრძენებს... გვაბერებს... შეიძლება მოგვცეს კარგი ან ცუდი, ან შეიძლება დღემ ისე ჩაიაროს, რომ არანაირი შედეგი არ გამოიღოს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ადამიანმა უნდა მოითხოვოს დღისგან რაიმე? თუ დღემ ადამიანისგან?! როგორ მიდიან დღეები?! რა ვქნათ?!
N5.ესე:"მწარე რეალობა"
ავტორი: ელისო ჭუმბურიძე
ამასწინათ მეგობრის ჩანახატი წავიკითხე და გაოგნებული დავრჩი მისი აზროვნებით. ისეთი თბილი სიტყვებით იყო გადმოცემული, რომ... სიყვარული "მომინდა". წამით დამავიწყდა დრევანდელობა. გამიხარდა და თან გავბრაზდი! გავბრაზდი არა მასზე, არამედ ჩემ თავზე (რაც, არც თუ იშვიათი მოვლენაა). გავბრაზდი, რადგან არ ვგავარ მათ... არ ვაზროვნებ მათსავით. ჩემი ფიქრები სულ სხვა სიხშირეზეა მიმართული. ზოგჯერ მგონია... არა, ხშირად მგონია, რომ "ბებრულად" ვაზროვნებ, ჩემი გონება იმ თემებით არ არის დაკავებული, რითაც მაგალითად ჩემი ტოლებისა...
რა მჭირს ასეთი? რატომ მეფიქრება? მეც ხომ შემიძლია რაც გარშემო ხდება "გავატარო"?.. ასეც მოვქცეულვარ, მაგრამ... თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს სხვისი ნახმარი ტანსაცმელი ჩამაცვეს და... ნუ მოკლედ, ეს ჩემი ნამდვილი "მე" არ იყო და შევეშვი. აღარ მიცდია ნიღბის მორგება და მიღწევა, რაც ასე მოდაშია ახალგაზრდობაში!..
ვხედავ სახედაკარგულ, "პირზე რძეშეუშრობელ" ბავშვებს და გულის რევის შეგრძნება მეუფლება... მკითხველო, ნუ განმსჯი ისე, თითქოს მე უნიკალური მეგონოს თავი. არა, ღმერთმა დამიფაროს!.. ან ვინ მომცა ამის უფლება?! უბრალოდ, არ შემიძლია "თუთაშხიასეული" პოზიცია დავიკავო:"არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში." როცა სიყალბეს ვხედავ, სხვისკენ მიმართულს, ლამის კერპად ქცეულს, მინდა ვიკივლო, თუნდაც ვიტირო, ოღონდაც ამ იდიოტურ დოგმებს შეეშვან და იყონ ნამდვილები... არ გაიწყვიტონ შუბლის ძარღვი, შურს არ მისცენ უფლება, ისედაც გაცამტვერებული არსწბობის დაპატრონება... და მათი ფიქრების, თუ ოცნებების სამყაროში 1მილი მეტრი საქართველოსაც დაუთმონ.
აი, რატომ ვთქვი "ბებრულად" ვაზროვნებთქო. რომც ვეცადო შეცვლას უკვე გვიანია... არ ძალმიძს ჩემში ასე ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპის ერთი ხელის მოსმით დამსხვრევა. არ სემიძლია და არც მინდა!..
გაორებული გგონივართ, ხომ?!. მაგას არა უსავს, ესველება. მეც "დავღვინდები", ჩამოვყალიბდები... ოდესმე...
მე ის უფრო მაინტერესებს, "მათ" ეშველება რამე?! ოდესმე მიხვდებიან თავიანთ შეცდომებს?!. მრცხვენია... მრცხვენია, რადგან ისინიც ჩემიანები არიან. ჩემები... ზნეობასეცვლილნი, სინდის დავიწყებულები, ბოღმით გასუქებულები და... მიკვირს, ასეთ ციცქნა, ანგელოზის სახიან "არსებებში" როგორ ეტევა ამდენი ცუდი... ცრემლებიც კი სიყალბითაა სავსე...
მძულს XXI საუკუნე... ყველაფერმა ფასი რომ დაკარგა: სიტყვამ, ცრემლმა, სიყვარულმა, გრძნობამ, პირობამ და ყველაფერმა არსებითმა ადამიანში.
ყოველივე ამის შემდეგ როგორღა ცოცოხლობენ?! როგორ დადიან დედამიწაზე?! რისთვის არსებობენ?! ნუთუ მარტო მე ვხედავ ქართველების გარობოტების პროცესს?! ო, როგორი სინამდვილითაა დაწერილი "კაცია–ადამიანი?!". თუმცა არა... "ლუარსაბები" და "დარეჯანები" რომ იყვნენ რა უჭირთ...
თავი მოგაბეზრეთ ამდენი კითხვეით, ხომ?! აბა, ერთი მე მკითხეთ! მიპასუხეთ, დამარწმუნეთ და ალბათ მეც დავისვენებ. მეც ჩვეულებრივი ვიქნები, მეც ჩავებმები ცხოვრების ფერხულში... არ შევეცდები დინების საწინააღმდეგოდ ვიცურო და ქანცის გაწყვეტამდე "ვსდიო" უკვე დაკარგულს... მნიშვნელოვანს... ჩემთვის ფასდაუდებელ საუნჯეს, უკითხავად რომ ატანენ წყალს.
ბევრი ვწერე... ამაოდ... განა ვინმე გაიგებს?! არამგონია რატომღაც, მაგრამ მე ჩემი ვთქვი! იქნებ, ერთი ადამიანი მაინც ჩააპიქროს "ჩემმა" სატკივარმა. პატარა ბიძგია საჭირო... ცაფიქრდება, გაიაზრებს, გაანალიზებს და თუ არ შეიცვლება, მის არსებობაში მაინც მოახდენს გარდატეხას!..
აი, ესეც ჩემი თიტების დამტვრევის მიზეზი!
N6.ლექსი: (მუდამ იქნება ეს წესი)
ავტორი: რევაზ ქაშიბაძე
უფალმა შექმნა ქვეყანა,
მოქმედებს მისი წესები,
დღეს ღამე შეცვლის, ღამეს–დღე
მუდამ იქნება ეს წესი!
ქვეყნიერების მმართველი არის უფალი რმერთი
მასვე მორჩილებს ყოველი, მდიდარია თუ გლეხი
ბოროტია თუ კეთილი, ავაზაკი თუ მწყემსი
ყოველი მისი შვილია, მიტომ იფარავს ღმერთი.
სიყვარული კი ნიჭია, მანვე უბოძა ყველას
გამოვიყენებთ თუ არა, ეს უკვე არის ნება.
არ დაგვავიწყდეს, რომ ნება მოგვცა უფალმა ღმერთმა
უფალი ღმერთი რომ არა, ვინ ვიქნებოდით ნეტავ?!
უფალმა ჩვენსა საშველად, ცით გამოგზავნა ქრისტე
ჩვენ ცხოველებმა ამაგი ვერ დავაფასეთ ისევ...
სულისა ჩვენის მშველელი წარმწყმედლად მივიჩნიეთ,
და დავაბნელეთ ის შუქი, გზას რომ გვინათებს შვილებს.
უფალმა შექმნა ქვეყანა,
მოქმედებს მისი წესები,
დღეს ღამე შეცვლის, ღამეს–დღე
მუდამ იქნება ეს წესი!