მორბენალი სტრიქონი

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!

01.11.2014

პროფესიული კავშირის XI საანგარიშო-საარჩევო კონგრესი


2014 წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმროპლაზაში, გაიმართა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის XI საანგარიშო-საარჩევო კონგრესი. ყრილობას ხობიდან ესწრებოდნენ შემდეგი დელეგატები: დინა ჯანჯღავა - საჯარო მოხელეთა პროფკავშირის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მახარე ჩოკორაია ხობის
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და მარინე ლაგვილავა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ პირველ მაისში. კონგრესს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი ბერნადეტ სეგოლი, გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია.
მოსმენილ იქნა პროფესიული კავშირის გამგეობისა და საკონტროლოსარევიზიო კომისიის ანგარიში საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ. გაიმართა დებატები. კონგრესის დელეგატების მიერ გამგეობისა და საკონტროლოსარევიზიო კომისიის ანგარიში შეფასდა დადებითად. შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები პროფესიული კავშირის წესდებაში, დამტკიცდა 2015–2018 წლების სამოქმედო პროგრამა. კონგრესმა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ აირჩია ნუგზარ ჭინჭარაული, მოადგილედ მანანა გელაშვილი.