მორბენალი სტრიქონი

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!

24.03.2022

ქალის როლი მსოფლიო ისტორიაში



 მსოფლიოს მასშტაბით ქალთა ისტორიის თვე ყოველწლიურად მარტში აღინიშნება. მისი მიზანი ქალთა ისტორიული მიღწევებისა და წარმატებების წარმოჩენა და ამ გზით მსოფლიოს განვითარებაში ქალების როლის ხაზგასმაა. სხვადასხვა ადგილებში იხსენებენ ქალების ისტორიულ მიღწევებს, წარმოაჩენენ მათი მნიშვნელობებს და საზოგადოებას იმ ფაქტებს ახსენებენ, რომლებიც ბევრისთვის უცნობია. 

საქართველოს ისტორიაში ქალის როლი ყოველთვის იმაზე დიდი იყო, ვიდრე ამას აღიარებდნენ. ცნობები, ძლიერი ქალების შესახებ, შეიძლება არც ისე სიზუსტით იყოს ჩვენამდე მოტანილი, მაგრამ ისტორიკოსებზე და არსებულ ამბებზე დაყრდნობით მოსწავლე ახალგაზრდობის  ისტორია მხარეთმცოდნეობის ჯგუფის წევრებმა(ხელმძღვანელი ნინო გერგაია)   მოიძიეს ინფორმაციები გმირი ქალების შესახებ, შეეცადნენ მოეყოლათ იმ ქალებზე, რომლებმაც სხვადასხვა დროში დაამტკიცეს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა... 

24 მარტს ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში მრგვალი მაგიდის გარშემო, ჯგუფის წევრები შეეცადნენ მინი დისკუსის ფორმატში წარმოედგინათ პროექტი   თემაზე- „ქალები, რომლებმაც შექმნეს ისტორია“... 

მოსწავლეებმა ისაუბრეს როგორც ქართველ გმირ ქალებზე ასევე მსოფლიოს ქალებზე, მათ როლზე და დამოკიდებულებაზე საზოგადოებაში, ხაზგსმით ისაუბრეს დღეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე,ომის სისასტიკეზე,  ქალთა მამაცობაზე.სოლიდარობის ნიშნად გაჟღერდა უკრაინის ჰიმნი.  

ისტორია მხარეთმცოდნეობის ჯგუფის წევრებს; ლილე სიჭინავა, საბა ბუკია,

მარიამ რაფავა, ნია კუკავა,ეთო ჭედია,მარი ფაჩულია, მადლობა საინტერესო ისტორიებისთვის.