მორბენალი სტრიქონი

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა!

21.05.2022

შეხვედრა ,,ევროპის დღეები 2022" ფარგლებში

 

21 მაისს ქ.ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობით, ,,ევროპის დღეები 2022" ის ფარგლებში აქტიურად მონაწილე ახალგაზრდებისთვის შეხვედრა გაიმართა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა ესაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევრო ინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშეკრულების შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებზე. საინტერესო საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მისწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს და შეხვედრის ბოლოს სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს ცენტრის წარმომადგენელისგან. აღსანიშნავია, რომ წელს ევროპის დღეები საქართველოში უკვე მეათედ გაიმართა. და მისი მიზანი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვა და სხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

მოსწავლეებმა შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში ასევე დაათვალიერეს დადიანების სასახლე და მუზეუმი.
შემაჯამებელი პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ხობის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი.