მხატვრული კითხვის წრემ, ხელმძღვანელი მაია კუჭავა, სასწავლო წლის შემაჯამებელი მეცადინეობა დაუთმო მეგრულ ფოლკლორს. შემაჯამებელი მეცადინეობის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა. განსაცვიფრებელია მეგრული ფოლკლორი.
მოსწავლეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს მეგრული ფოლკლორის მარგალიტები.მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო თორსის საჯარო სკოლის მოსწავლეთა(მასწავლებელი კესო კვაშილავა) ჩართულობა ღონისძიებაში. ისინი ჩვენს სცენას უკვე მერამდენედ იპყრობენ ნიჭიერებით და
განსაკუთრებული სასცენო უნარებით.
მონაწილეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად გადაეცათ სიგელები.